რუბრიკები
პასტა წიწაკის სოუსით და შემწვარი სტაფილოთი
ინგრედიენტები: პასტა 250 გ ტკბილი წიწაკა 4 სტაფილო 1-2 ხახვი 2 ზეთი 1/3 ჭ მწარე წითელი წიწაკა, დაფქული 1/2 ჩ.კ ნიახური 1 კონა შაქარი დანის წვერით მარილი მომზადების წესი: წიწაკა, ხახვი და ნიახური წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ შაქარი და მარილი. ბოსტნეული მოვათავსოთ ზეთდასხმულ ტაფაზე და მოვშუშოთ. სტაფილო ავჭრათ წვრილ, მოგრძო ნაჭრებად და 3-4 წუთის განმავლობაში ვადუღოთ, შემდეგ გადავწუროთ და ცოტა წიწაკსა და მარილთან ერთად ზეთში შევბრაწოთ. მოშუშული ბოსტნეული რომ შეგრილდება, ავთქვიფოთ ბლენდერში. პასტა მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ, შევურიოთ წიწაკის მასა, ზემოდან კი სტაფილოები დავაწყოთ და ისე მივიტანოთ სუფრაზე.
Print