რუბრიკები
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი GLS-ის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა (ვიდეო)
დღეს კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ასოციაცია "ათინათის" ბაზაზე არსებულ GLS-ის სკოლის მოსწავლეებთან და აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.   უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ვიკა ბუკიამ აბიტურიენტებს კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. ვიქტორია ბუკიამ აბიტურიენტებს უთხრა, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის პრიორიტეტი სწავლის დაბალი საფასური იქნება. მისივე თქმით, სწავლის საფასურის დიდ ნაწილს ერთ-ერთი ბანკი გადაიხდის. "ზუგდიდში განსაკუთრებულად მოტივირებულები გვხდებიან აბიტურიენტები. ბევრი კითხვები აქვთ სხვებთან შედარებით და ეს რეგიონი თავისი აქტიურობით გამოირჩევა", - ვიკა ბუკიამ. ცნობისთვის, კავკასიისი უნივერსიტეტს მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაცია. უნივერსიტეტის ისტორია 1998 წლიდან, ბიზნესისი სკოლის ისტორიით იწყება. მისი დევიზია:  "Studium Pretium Libertatis" - ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია.
Print