რუბრიკები
„ვარსკვლავური ომები VII“-ის ტიზერი YouTube-ზე წლის ყველაზე პოპულარული რგოლია!
ფილმის „ვარსკვლავური ომები VII: THE FORCE AWAKENS” ტიზერმა პირველივე კვირაში YouTube-ზე , ნახვების მხრივ, 2014 წლის რეკორდი მოხსნა. როგორც გამომცემლობა The Hollywood Reporter იტყობინება, 88-წამიანი რგოლის გამოშვების მომენტიდან მას 58,2 მილიონჯერ უყურეს. ტექნოლოგიური პორტალის Zefr მონაცემებით, რომელიც მსგავსი სტატისტიკის შეგროვებას და გადამუშავებას ეწევა, „ვარსკვლავური ომები VII“-ის ტიზერს დიდი შანსი აქვს , რომ ისტორიაში ფილმის ყველაზე პოპულარული რგოლი გახდეს. წინა რეკორდსმენი იყო „შურისმაძიებლები: ალტრონის ეპოქა“, რომელსაც ერთ კვირაში 50,6 ნახვა დაუგროვდა. მოცემულ მომენტში ის უკვე მესამე ადგილზეა, რადგან სურათის „ იურული პერიოდის პარკი“ ტიზერმა მას მეორე ადგილი ჩამოართვა. პირველი შვიდი დღის მანძილზე უკანასკნელ რგოლს 53,9 მილიონი ნახვა აქვს. სურათში, რომელიც ახალი ტრილოგიის დასაწყისი იქნება, მონაწილეობას იღებენ ჰარისონ ფორდი, ადამ დრაივერი, დომნალ გლისონი, მარკ ჰემილი, გვენდოლინ კრისტი, ქერი ფიშერი, ენდი სერკისი, ლუპიტა ნიონგო და სხვები. ფილმის პრემიერა 2015 წლის დეკემბერში შედგება.
Print