რუბრიკები
ევროკომისიის წარმომადგენლები ფოთისა და ყულევის საბაჟო ინფრასტრუქტურას გაეცნენ
ევროკომისიის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა სამსახურის წარმომადგენლები ფოთისა და ყულევის საბაჟო ინფრასტრუქტურას გაეცნენ. საბაჟო გამშვებ პუნქტს "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" ევროპის კომისიის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა სამსახურის წარმომადგენლები, ვეტერინარული კონტროლის სპეციალისტები და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ.  ვიზიტის დროს სტუმრები გაეცნენ ვეტერინარული სასაზღვრო საკარანტინო კონტროლის პროცედურებს, მოინახულეს ფოთის პორტის აკვატორიაში განლაგებული თევზსაჭერი სეინერები. მათ ასევე დაათვალიერეს ქალაქ ფოთში არსებული საბაჟო საწყობები, სადაც ინახება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული გაყინული კვების პროდუქტები და გაეცნენ მათი შენახვის პირობებს.
Print