რუბრიკები
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე ზუგდიდში (ვიდეო)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ზუგდიდშიც შეუერთდნენ. ასოციაცია ,,დეა”- ს ორგანიზებით , გამსახურდიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, სოლიდარობის აქცია- მსვლელობა ,,ჩვენ ვირჩევთ" გაიმართა.  გარდა ამისა,  ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებმა ეტლებით ცეკვა შეასრულეს.„ამ აქცია - მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, ხელისუფლებას და ადგილობრივ თვითმმართველობას , რათა დაიცვან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები“- განაცხადა ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელმა ივეტა წიტაშვილმა.   აქციაში მონაწილეობა მიიღეს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამეგრელო–ზემო სვანეთში სახელმწიფოს რწმუნებულის, სახალხო დამცველის რეგიონული რწმუნებულის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო სტრუქტურების, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ახალგაზრდობის, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათი ოჯახის წევრებმა. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან აღინიშნება(International Day of Persons with Disabilities).
Print