რუბრიკები
კახა მიქაია ზუგდიდის ბიუჯეტში ჩარიცხული 349 ათასი ლარის გამჭვირვალობას ითხოვს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი კახა მიქაია ადგილობრივ  ბიუჯეტში წყლის რესურსების სარგებლობისთვის  ჩარიცხული 349 ათასი ლარის გამჭვირვალობას ითხოვს. დეპუტატი ეჭვობს, რომ შპს "ფორსიზონსი", საიდანაც მოხდა თანხის გადარიცხვა, "ნაციონალური მოძრაობის"  წევრების, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას სახელთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ განცხადბები კახა მიქაიამ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. შპს "ფორსიზონსმა" 349 ათასი ლარი 14 ნოემბერს ჩაირიცხა. "რატომ გადმოირიცხა შპს "ფორსიზონსმა" თანხა მაინცდამაინც "ნაციონალების" აქციიდან ერთი დღით ადრე , ვინ დგას ამ შპს-ს უკან? ვითხოვ ამ თანხის გამჭვირვალობას", - თქვა კახა მიქაიამ. დეპუატის კითხვებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული თანხა, კერძო კომპანიის მიერ  სოფელ ცაიშში გახსნილი  სასათბურე მეურნეობისთვის  წყლის რესურსის მოსაკრებელია. "ვიცი, რომ  ეს თანხა ერთ-ერთმა კომპანიამ მოსაკრებლის სახით  შემოიტანა. ვინ დგას ამ ბიზნესის უკან ჩემთვის ცნობილი არ არის",- უთხრა ჟურნალისტებს ედიშერ თოლორაიამ.
Print