რუბრიკები
ლევან შონია: ყაჩაღობის ფაქტები მარტივად არ იხსნება (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ სამეგრელოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. გუბერნატორი აცხადებს, რომ რეგიონში კრიმინოგენული სიტუაცია კატასტროფული არ არის. "მე თვითონ ყოფილი პოლიციელი ვარ და ვიცი რა სირთულეებთან არის დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები. ყაჩაღობები ასე მარტივად არ იხსნება. იმაზე რატომ არ საუბრობთ, რაც იხსნება? მაგალითად, ბენზიგასამართ სადგურზე მომხდარი ფაქტი, ხომ გაიხსნა. პოლიციელებს ერთხელ მაინც ხომ შეიძლება ვუთხრათ, რომ კარგად მუშაობენ", - აღნიშნა ლევან შონიამ. სამეგრელოს რეგიონში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებაზე  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე  დეპუატატმა კახა მიქაიამ ისაუბრა. მან გუბერნატორისგან  ყაჩაღობის ფაქტების მატებასთან დაკავშირებით  განმარტებები მოითხოვა. მან საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ გუბერნატორი საზოგადოების კითხვებს არ პასუხობს და ჟურნალისტების "კამერებს ემალება". კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებაზე  სამოქალაქო მოძრაობის  "სამეგრელოს ხმა" ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოებისგან ყაჩაღობის  ფაქტების გახსნა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.  
Print