რუბრიკები
თევზის კატლეტი ლიმონით და მწვანე ქინძით
ინგრედიენტები: 600 გ თევზის ფილე 1 ლიმონი 100 გ მწვანე ქინძი 1 თავი თეთრი ხახვი 100 გ პარმეზანი 1 კვერცხი მარილი შავი პილპილი მზესუმზირას ზეთი საფანელი მომზადება: თევზი გაასუფთავეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში. ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპში. ყველი გახეხეთ, მწვანე ქინძი დაჭერით წვრილად. როდესაც თევზი მოიხარშება, მოაშორეთ ფხები და კანი, დაკეპეთ ხის კოვზით. დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი, დაჭრილი ქინძი, გატარებული ხახვი, ცოტა მარილი, შავი პილპილი, ახლად გამოწურული ლიმონის წვენის ნახევარი და კარგად აურიეთ. მოამზადეთ კატლეტები და ამოავლეთ საფანელში (ან ფქვილში). შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან 4-4 წუთით. მზა კატლეტებს მოასხით დარჩენილი ლიმონის წვენი, გააფორმეთ მწვანე ქინძის ფოთლებით და გემრიელად მიირთვით!
Print