რუბრიკები
გამოქვეყნდა ფოტოები ანჯელინა ჯოლის ფილმიდან “გაუტეხელი”
Universal-მა “გაუტეხელის” ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ანჯელინა ჯოლის რეჟისორობით შექმნილი ნამუშევარი, რომელიც იმავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაციაა, ყოფილი ოლიმპიელისა და მეორე მსოფლიო ომის ბომბარდირის ლუი ზამპერინის ნამდვილ ამბავს გვიყვება. ზამპერინი 1943 წელს ავიაკატასტროფაში მოყვა და ორ სხვა მგზავრთან ერთად 47 დღის განმავლობაში 2000 მილი გაცურა ტივტივათი. საბოლოოდ, გადარჩენილი ტრიო იაპონელმა მეზღვაურებმა შეიპყრეს და გაგზავნეს ბანაკში, სადაც მოვლენები კიდევ უფრო ტრაგიკულად და საინტერესოდ განვითარდა. ფილმმა უკვე დაიმსახურა დადებითი შეფასებები, თუმცა არავინ იცის, გახდება თუ არა ანჯელინა ჯოლის ახალი ნამუშევარი ოსკარის ნომინანტი. “გაუტეხელში” მთავარ როლს ჯეკ ოკონელი ასრულებს. ფილმში, ასევე, მონაწილეობენ: დომნოლ გლისონი, გარეტ ჰედლანდი, ფინ უიტროკი, ჯეი კორტნი და ალექს რასელი. სურათის პრემიერა 25 დეკემბერსაა დაგეგმილი. unbroken-domhnall-gleeson-jack-oconnell1 unbroken-jai-courtney unbroken-movie-domhnall-gleeson unbroken-movie-finn-wittrock unbroken-movie-image1 unbroken-movie-image-21
Print