რუბრიკები
ბიზნესის წარმოებისათვის საუკეთესო ქვეყნებს შორის საქართველო მე-15 ადგილზეა.
საქართველომ Economist Intelligence Unit (EIU)-ის კვლევაში გერმანიის ფედერაციის შემდეგ მე-15 ადგილი დაიკავა, რითაც აჯობა ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ჰოლანდია, პორტუგალია, იაპონია და სხვა განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს. რუსეთს კი, ბოლოს წინა 62-ე ადგილი ერგო. კვლევის მიხედვით სინგაპურმა შეინარჩუნა პირველობა, როგორც საუკეთესო ქვეყანამ ბიზნესის წარმოებისთვის. ბოლო 7 წელიწადია, რაც ეს ქალაქი-სახელმწიფო ამ კუთხით პირველობს არ კარგავს. რეიტინგის შედგენის დროს EIU-ს ექსპერტებმა შემდეგი კრიტერიუმები გაითვალიწინეს: პოლიტიკური კლიმატი, გახსნილობა უცხოური ინვესტიციებისადმი, გადასახადების დონე, მდგომარეობა შრომის ბაზარსა და ინფრასტრუქტურაში. შედეგად ტოპ -ათეულში სინგაპურის გარდა შევიდნენ შვეიცარია, ავსტრალია, ჰონკონგი, შვეციარია, აშშ, დანია, ახალი ზელანდია და ფინლანდია.
Print