რუბრიკები
მიკ ჯაგერისა და მარტინ სკორსეზეს ერთობლივ პროექტზე მუშაობა დაიწყო
ჯგუფ Rolling Stones-ის ვოკალისტის მიკ ჯაგერისა და ლეგენდარული რეჟისორის მარტინ სკორსეზეს ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყო. საუბარია სატელევიზიო სერიალზე, რომელიც ტელეარხ HBO-ის დაკვეთით სრულდება და 70-იანი წლებიდან როკ და პანკ მუსიკის განვითარებას ეხება. სერიალის პროდუსერი მიკ ჯაგერია, რეჟისორი კი მარტინ სკორსეზე. ისინი ერთად მუშაობდნენ 2008 წელს დოკუმენტურ ფილმზე Shine A Light. როგორც ცნობილი გახდა, ფილის გადაღებები უკვე დაწყებულია. ფილმში ერთ-ერთ როლს მსახიობი ბობი კანავალე თამაშობს. დეტალური ინფორმაცია სერიებისა და ეპიზოდების შესახებ ჯერჯერობით არ ხმაურდება. გადაღებები ნიუ-იორკში მიმდინარეობს.
Print