რუბრიკები
თევზის კროკეტები
ინგრედიენტები: • 700 გრამი თევზის ფილე; • 300 გრამი კარტოფილი; • 1 კვერცხი; • 60 გრამი კამა; • 100 გრამი ორცხობილა; • მარილი; • შავი პილპილი; • 4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი. მომზადება: კარტოფილი გათალეთ და დაჭერით, დაასხით ცივი წყალი, მარილი და ხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში. თევზის (მაგალითად, ხეკის) ფილე გარეცხეთ, დაჭერით, დაასხით ასევე ცივი წყალი, დაამატეთ მარილი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში. კარტოფილი და თევზი გააცივეთ, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში; კამა დაჭერით ძალიან წვრილად (შეიძლება კამის გარეშეც). ფარშს დაამატეთ კამა, კვერცხი, შავი პილპილი და კარგად აურიეთ. გაამზადეთ პატარა ბურთულები, კარგად ამოავლეთ საფანელში ან სიმინდის ფქვილში. ჩაასხით ღრმა ქვაბში ზეთი 2 სანტიმეტრზე, აადუღეთ და შებრაწეთ ბურთულები პორციულად (ჩვეულებრივ, 1-2 წუთზე მეტი არ სჭირდება). კროკეტები ქაფქირით ამოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი ჩამოიწუროს. როდესაც შეგრილდება, ლამაზად დაალაგეთ სალათის ფურცლებზე და გემრიელად მიირთვით!
Print