რუბრიკები
ინსტალაცია INSIGHT- ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის თემაზე (ვიდეო)
"ყველა ქალი შიგნიდან ანათებს და ეს სინათლე არ უნდა ჩაქრეს"...-ინსტალაცია INSIGHT, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის თემაზე ასოციაცია "ქსენონმა" ღია ცის ქვეშ ოფისის ეზოში მოაწყო. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ ადამიანებს უმასპინძლეს, ვისთვისაც ეს პრობლემა სულ ერთი არ არის. მოწვეულმა სტუმრებმა ძალადობის მსხვერპლი ქალების მონოლოგები წაიკითხეს, შეხვედრის ბოლოს კი მათ საშუალება მიეცათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის გამამხნევებელი  წერილები მიეწერათ.
Print