რუბრიკები
Coldplay იშლება!(?)
დაუჯერებელი მინიშნება გააკეთა ქრის მარტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც აღნიშნა, რომ Coldplay-ის მეშვიდე ალბომი “ჰარი პოტერის” ბოლო წიგნივით იქნება! რას ნიშნავს ეს შედარება? – ჯგუფის სოლისტის თქმით, მათი მეშვიდე ალბომი რიგით ბოლო ნამუშევარი იქნება. ეს ჩვენი მეშვიდე ალბომია და, ჩვენი შეხედულებით, ძალიან წააგავს “ჰარი პოტერის” მეშვიდე წიგნს ან რაღაც ასეთს. თავს არ დავდებ იმაზე, რომ აღარასოდეს ვითანამშრომლებთ, მაგრამ ამჟამად დასასრულისკენ მივდივართ. ყველანი განსხვავებული გზებით ვაპირებთ წასვლას. ოღონდ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ჯგუფში არეულობაა. პირიქით, ყველაზე მეტად სწორედ ახლა გვსიამოვნებს ერთად ყოფნა და მუშაობა… მეშვიდე და რიგით ბოლო ალბომს “A Head Full of Dreams” ერქმევა. გულშემატკივართათვის კარგი ამბავია ის, რომ ჯგუფი საკონცერტო ტურნეების შეწყვეტას არ აპირებს და პირიქით, ალბომის გამოშვებისთანავე მსოფლიო ტურს გეგმავს. თანაც, როგორც თავადვე წაიკითხეთ, შანსი იმისა, რომ Coldplay ისევ გაერთიანდეს, არსებობს. 37 წლის ქრისი ამბობს, რომ კარგიც კია, ამ ნამუშევარს საბოლოოდ რომ მიიჩნევენ. “ასე რომ არ იყოს, ამ ახალ ალბომს საკუთარ თავს ბოლომდე არ მივუძღვნიდით” – ამბობს მომღერალი ინტერვიუში.
Print