რუბრიკები
ვატიკანში დაკარგული მილიონი ევრო იპოვეს
კარდინალმა პელმა, რომელიც ვატიკანის ფინანსებზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ წმინდა საყდრის სხვადასხვა სამსახურების ანგარიშებზე მილიონი ევრო აღმოაჩინეს, რომლის არსებობის შესახებ ვატიკანისთვის ცნობილი არ იყო. აღნიშნული თანხა ქალაქი-სახელმწიფოს მთავარ ანგარიშზე არ ჩანდა. ამის შსახებ „ბი-ბი-სი“ ოუწყება. კარდინალმა ჯორჯ პელმა, რომელიც ვატიკანის ეკონომიკურ სამდივნოს ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ ამგვარად ვატიკანის ფინანსური მდგომარეობა უფრო კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ნავარაუდევი იყო. პაპმა ფრანცისმა პელი ეკლესიის რეფორმის გატარების მიზნით დანიშნა, რათა მისი ფინასური სისტემა უფრო გამჭვირვალე გახდეს. უკანასკნელ პერიოდში ვატიკანის ბანკი მთელ რიგ სკანდალებში გაეხვა, ძირითადად ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ვატიკანის ბანკი 1942 წელს რომის პაპის პიემ მერვეს მიერ დაფუძნდა, მას შემდეგ ბანკი ფულის გათეთრებისა და იტალიურ მაფიასთან კავშირის მიზეზით ბევრჯერ გაეხვა სკანდალში. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ბანკის მოქმედებებისა და ფინასური მდგომარეობის შესახებ, ყოველთვის მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.
Print