რუბრიკები
შსს-მ ფოთში მომხდარი ძარცვის ფაქტზე სამი პირი დააკავა
შსს-ს ინფორმაციით,ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1991 წელს დაბადებული ნიკა ზ,1994 წელს დაბადებული ნუგზარ გ. და 1987 წელს დაბადებული ირაკლი ჟ. ძარცვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 30 ნოემბერს გვიან ღამით ფოთში ძალის გამოყენებით შეაღწიეს ცისანა კ-ს ბინაში. მათ ბინის პატრონსა და მის ქალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 2400 აშშ დოლარს და 12 857 ლარად შეფასებულ ოქროს სამკაულებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების დაკავებისას ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გატაცებული ოქროულობა და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში შეღწევით, ძალადობით ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178 მუხლის მე-3 ნაწილის "ა", "გ", "დ" და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით).
Print