რუბრიკები
რას ფიქრობენ “ჰარი პოტერის” მსახიობები საკუთარ როლებზე
“ჰარი პოტერში” მონაწილე მსახიობებს ბევრ ცნობილ ფილმში ვაწყდებით და ხშირად ეს იმდენად უცნაურად გვეჩვენება, ვერც ვიჯერებთ, რომ ერთ ადამიანს შეუძლია სნეიპიც იყოს და “რეალურ სიყვარულში” მონაწილე მოღალატე ქმარიც; ან ვოლდემორიც იყოს და “სასტუმრო ‘გრანდ-ბუდაპეშტის'” გმირიც… შესაბამისად, ვინტერესდებით, რას ფიქრობენ თავად მსახიობები საკუთარ როლებსა და პერსონაჟებზე და რა დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფრის მიმართ. იმელდა სტონტონი (დოლორეს ამბრიჯი): “წიგნში დოლორესი, რა თქმა უნდა, აღწერილია, როგორც ძალიან მახინჯი და უშნო ადამიანი. მე კი ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე, შესანიშნავი იქნებოდი ამბრიჯის როლშიო! რა უნდა ვთქვა, დიდი მადლობა!?” როდესაც ალან რიკმანს ( სევერუს სნეიპი) ჰკითხეს, როგორ მიიღო მან პირველი სცენარი, უპასუხა: “რა თქმა უნდა, საფოსტო ყუთით!”. რიჩარდ ჰარისი (ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელი პირველ ორ ნაწილში): “ჩემმა შვილიშვილმა დამირეკა და მითხრა, ბაბუ, თუ დამბლდორის როლზე უარს იტყვი, ცხოვრებაში აღარასოდეს გაგცემ ხმასო.” დენიელ რედკლიფი (ჰარი პოტერი): “იცით, მგონი, ცოტათი ვგავარ ჰარის – მეც ძალიან მინდა, ბუ მყავდეს…” ელენა ბონჰემ კარტერი (ბეატრის ლესტრეინჯი): “რა თქმა უნდა, ყოველთვის ჰერმიონის როლის შესრულება მინდოდა. არც ვიცი, თავდაპირველად მე რატომ არ შემომთავაზეს…” ჯეისონ ისააკსი (ლუციუს მალფოი): “რა თქმა უნდა, ის ბოროტი, შემზარავი და სადისტი მკვლელია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ერთგული ‘კოლეგაა’ და არ უნდა დაგვავიწყდეს მისი თმის საოცარი სტილი!” ჯეიმს და ოლივერ ფელპსები (ფრედი და ჯორჯ უიზლები) გადაღებებზე ბევრჯერ გამოიჭირეს – ისინი თავიანთ როლებს ერთმანეთში ცვლიდნენ. ჟურნალისტი: – რამდენად შეყვარებული ხარ ჰერმიონზე? რუპერტ გრინი (რონ უიზლი): – რონის ძალიან, ძალიან უყვარს ჰერმიონი! ჟურნალისტი: – და თავად რუპერტს? რუპერტი: – არა.. ემა და მე… ჩვენ დებივით ვართ! (იცინის) ტომ ფელტონი (დრაკო მალფოი): “თუ არ შეგინიშნავთ, მე ჯერ კიდევ შესანიშნავად გამოვიყურები ‘სლიზერინის’ ფერებში!”
Print