რუბრიკები
ჯგუფ “Muse” სოლისტი და ქეით ჰადსონი დაშორდნენ.
ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი -ჯგუფ Muse ს სოლისტი მეთიუ ბელლამი და მსახიობი ქეით ჰადსონი დაშორდნენ. წყვილის რომანი 2010 წელს დაიწყო,2011 წლის 9 ივლისს კი ქვეყანას მათი შვილი ბინგემ ჰოუნ ბელლამი მოევლინა. მეთიუ და ქეითი ოფიციალურად არ დაქორწინებულან,თუმცა თაყვანისმცემლები დიდი ინტერესით ელოდებოდნენ ნიშნობას, რომელიც გასაგები მიზეზის გამო ვერ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით განხეთქილების მიზეზი წყვილის გამუდმებული გასტროლები და გადატვირთული გრაფიკი გახდა,ასევე თუ ვენდობით ინსაიდერების ჭორებს ქეითს ახალი რომანი აქვს მსახიობ-მოცეკვავე დერეკ ჰაფთან .
Print