რუბრიკები
ბიონსე და ჯეი-ზი პრინცსა და პრინცესას შეხვდნენ

კეიტ მიდლტონისა და პრინც უილიამის ცხოვრებაში გამორჩეული დღე იყო. არა, გამორჩეული დღე ჯეი-ზისა და ბიონსესთვის იყო! თუმცა, ვერ გაიგებ, რომელ მხარეს უფრო გაუხარდა ერთმანეთთან შემთხვევით შეხვედრა…

ეს ამბავი შემდეგნაირად მოხდა: ამერიკაში ჩასულმა სამეფო ოჯახმა Brooklyn Nets-ისა და Cleveland Cavaliers-ის თამაშზე დასწრება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მათი ადგილები პირდაპირ უყურებდა სკამებს, რომლებზეც “ბეი და ჯეი” ისხდნენ. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, როგორც იქნა, ეს ორი ოჯახი ერთმანეთს გაეცნო!

ფანებით გარშემორტმულ წყვილებს აშკარად ეტყობოდათ სიხარული და ერთმანეთის ნახვით გამოწვეული აღფრთოვანება. ჯერჯერობით ამ ფაქტს არც ერთი მხარე არ გამოხმაურებია.

www.allmovies.ge

Print