რუბრიკები
ფოთში "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
ყაჩაღობა მოხდა ფოთში. გვიან ღამით ნიღბიანი და შეიარაღებული პირები ფოთში, რეკვავას ქუჩაზე ”ვისოლის” ბენზინ გასამართ სადგურში შეიჭრნენ. მათ მუქარითა და იარაღის გამოყენებით 240 ლარი გაიტაცეს. დამნაშავეები ადგილზე სეიფის გატეხვასაც ცდილობდნენ,მაგრამ უშედეგოდ.შემთხვევის დროს ადგილზე ”ვისოლის” ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.მიმდინარეობს გამოძიება.
Print