რუბრიკები
ჭუბერის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა (ვიდეო)
საერთაშორისო პროფკავშირების,საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირისა და ასოციაცია „ათინათის“ მიერ მესტიის რაიონ სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლას სხვადასხვა სახეობის 200- მდე წიგნი გადაეცა. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა პროექტმა გაიმარჯვა,რომლის ფარგლებში სკოლის მწირი ბიბლიოთეკა განახლდა. გამარჯვებული პროექტის ავტორი ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი აფრასიძე გახდა. სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებს გააგრძელებენ.
Print