რუბრიკები
აქცია ხობში (ვიდეო)
სოფელ ხეთის მოსახლეობა სოფლის მთაზე მოქმედი კირქვის კარიერის მუშაობის შეწყვეტას ითოხვს. აქიის მონაწილეები კერძო ინვესტორის მიერ მათი უფლებების შეზღუდვაზეც მიუთითებს და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს. ადგილობრივების თქმით, შპს „ხეთას“ მეპატრონეს არაკანონიერად აქვს მითვისებული მიწები, რის გამოც საქონელი საძოვარზე ვერ გაჰყავთ, იკაფება ტყეები და კარიერის მუშაობის გამო იმღვრევა სასმელი წყალი. ამასთან, მათი თქმით, რამდენიმე ოჯახის საგვარეულო სასაფლაოები ინვესტორის მიწაზეა მოქცეული, რის გამოც ტერიტორიაზე მიცვალებულის დაკრძალვის უფლება აღარ აქვთ. ადგილობრივი ხელისუფლება კი განმარტავს, რომ ვითარებაში გასარკვევად იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც პრობლემებს ადგილზე შეისწავლის.
Print