რუბრიკები
ლობიოსა და გოგრის სუპი
ინგრედიენტები: 400 გ გოგრა (რბილი ნაწილი) 50 გ ნაღების კარაქი 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი 2 ს.კ. სიმინდის ფქვილი 1 თავი ხახვი 2 წითელი ტკბილი წიწაკა 2 კბ ნიორი 2 ს.კ. ტომატი 100 გ ყველი ჩედარი 300 გ მოხარშული ლობიო 10-12 მწვანე ხახვი 100 გ ტკბილი სიმინდი (დაკონსერვებული) 1/8 ჩ.კ. დარიჩინი 1 ჩ.კ. წითელი მწარე წიწაკა მარილი 1 ს.კ. ძმარი ბალზამიკო 100 გ არაჟანი მომზადება: ლობიო მოხარშეთ 1,8 მლ ოდნავ მარილიან წყალში. გოგრას ამოაცალეთ თესლი, დაჭერით კანიანად, მოასხით 2-3 ს.კ. წყალი და შეახვიეთ ფოლგაში. ფოლგა ჩანგლით დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი გოგრა შეაგრილეთ, მოაშორეთ კანი და ფრთხილად დაჭერით. ზეთიან ქვაბში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. 5-6 წუთში დაამატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, მწარე წიწაკის ფხვნილი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ ტომატი, კარაქი, სიმინდის ფქვილი, ძმარი და კარგად მოურიეთ. დაახლოებით 7 წუთში მიღებულ მასას ნელ-ნელა დააამატეთ ჯერ ლობიო ნახარშ წვენთან ერთად, შემდეგ სიმინდის მარცვლები, დარიჩინი, გახეხილი ჩედარი, გოგრის ნაჭრები და მარილი. ადუღეთ 3-4 წუთი და გადმოდგით გაზქურიდან. სუპი გაანაწილეთ თეფშებზე. თითოეულ მათგანს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოასხით არაჟანი. გემრიელად მიირთვით!
Print