რუბრიკები
ქეით ბეკინსეილი „ოქროს გლობუსი 2015“-ის ნომინანტებს წარმოგვიდგენს!
უცხოური პრესის ჰოლივუდის ასოციაციამ იმ ვარსკვლავების სია წარმოგვიდგინა, რომლებიც „ოქროს გლობუსი 2015“-ის ნომინანტებს დაასახელებენ. როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე იტყობინებიან, ეს პატივი ქეით ბეკინსეილს, ჯერემი პივენს, პიტერ კრაუზესა და პაულა პატონს ერგოთ. ცერემონია 2014 წლის 11 დეკემბერს შედგება. დაჯილდოების ცერემონიაზე მთლიანობაში 25 კატეგორიაში გამარჯვებულებს გამოაცხადებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხეულიდან მხოლოდ ჯერემი პივენს აქვს პირადი „ოქროს გლობუსი“ , რომელიც მას წილად 2008 წელს ხვდა. „ოქროს გლობუსი 2015“-ის პირველი მფლობელი 2014 წლის ოქტომბერში დასახელდა. ის ჯორჯ ქლუნი გახდა, რომელსაც სესილ დემილის საპატიო პრემია ერგო. როგორც უცხოური პრესის ჰოლივუდის ასოციაციის პრეზიდენტმა ტეო კინგმა განაცხადა, ქლუნი დაჯილდოებული იქნება „კამერის ორივე მხარეს მუშაობისთვის“. მას საპატიო პრემია სადღესასწაულო ცერემონიაზე გადაეცემა. ცერემონიას გაუძღვებიან ტინა ფეი და ემი პოლერი.
Print