რუბრიკები
ემა რობერტსმა მთავარი როლი მიიღო!
ემა რობერტსი და ჯემი ლი კერტისი კომედიურ საშინელებათა შოუს „Scream Queens“ მთავარი როლის შემსრულებლებად დამტკიცდნენ. სერიალს ეკრენიზებას ტელერხისთვის Fox რაიან მერფი და ბრედ ფალჩუკი გაუკეთებენ. ამის შესახებ გამომცემლობა The Hollywood Reporter იტყობინება. თხუთმეტი სერიისგან შემდგარი შოუს პირველი სეზონის პრემიერა 2015 წლის შემოდგომაზე შედგება. პირველ სეზონში მოქმედება განვითარდება სტუდენტურ ქალაქში , რომელიც მკვლელობათა სერიამ შეძრა. იმის მიხედვით, რომ სერიალი ანტოლოგიადაა გამოცხადებული, მომავალ სეზონებში მოთხრობილი იქნება სხვა ისტორიები და წარმოდგენილი – სხვა ლოკაციები. პერსონაჟებთან დაკავშირებული დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია. როგორც წყაროები იტყობინებიან სიუჟეტის ცენტრში სამი ახალგაზრდა ქალი, კერტისის პერსონაჟი და მისი მამა აღმოჩნდებიან. სერიალის წარმოებით სტუდია 20th Century Fox Television-ა დაკავებული. აღმასრულებელი პროდუსერები მერფი, ფალჩუკი, იენ ბრენანი და დანტე დი ლორეტო იქნებიან.
Print