რუბრიკები
ცაციების თავისებურებები
ცაციების ოჯახი - ასე უწოდებენ ამერიკელი მეცნიერები მათ მიერ ჩატარებულ კვლევას ადამიანთა იმ ჯგუფზე, რომელთა ”მარჯვენა ხელი“ მარცხენაა. კვლევის ავტორების თქმით, ამერიკის მოსახლების 15% თურმე ცაცია ყოფილა. აღმოჩნდა, რომ მარცხენა ხელის აქტიური მომხმარებლების უმრავლესობა, მამაკაცია. მეცნიერები ცაციათა ოჯახის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ასახელებენ. 1. მათი დიდი ნაწილი გენიოსია. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ MENSA-ს (უმაღლესი ხარისხის IQ-ს მქონე ადამიანებისგან დაკომპლექტებული საზოგადოება) ჯგუფის წევრების 20% ცაციაა. 2. მარცხენა ხელის აქტიური მომხმარებლების უმრავლესობა მდიდარია. 3. ცაციები ხშირად ალკოჰოლზე დამოკიდებულები ხდებიან. 4. ის, რაც სძულთ ცაციებს, ეს გორგოლაჭებიანი რვეულია. 5. სქესობრივი მომწიფება ცაციებში დაახლოებით 4-5 თვით გვიან ხდება. 6. აშშ-ს ბოლო 5 პრეზიდენტიდან სამი - ბუში, კლინტონი და ობამა - ცაციები არიან.
Print