რუბრიკები
გამგეობის სოციალურ საკითხთა კომისია პრობლემებს ადგილზე გაეცნო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელმა კომისიამ (კომისიის თავმჯდომარე გიზო სართანია) ამ ეტაპზე სოფელ ონარიაში, რუხში, კორცხელში, ყულიშკარში, ჭითაწყარში, ახალსოფელში, ოდიშსა და ჯიხაშკარში მცხოვრები ბენეფიციარების სოციალურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ერთჯერად ფულად დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართეს. კომისიის თავმჯდომარე გიზო სართანიას განცხადებით, ის ბენეფიციარები, რომლებიც ამ ეტაპზე სოციალურმა კომისიამ მოინახულა, მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან და სხვადასხვა სახის დახმარებას საჭიროებენ. გარდა ამისა, კომისიის თავმჯდომარის თქმით,მიმდინარე წლის ბოლომდე ეს ოჯახები ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ერთჯერადი სახის ფულად დახმარებას მიიღებენ.
Print