რუბრიკები
Facebook-ი მომხმარებლებს „არაფხიზელი ფოტოებისგან“ დაიცავს
Facebook-ი მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც პოტენციურად აკრძალავს სოციალურ ქსელში მისი მომხმარებლის მაკომპრომეტირებელი, არაფხიზელ მდგომარეობაში გადაღებული ფოტოს განთავსებას. ტექნოლოგია ამჟამად კვლევით სტადიაშია. მისი მუშაობის პრინციპი კი იქნება ის, რომ მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას, რომ მის მიერ განსათავსებელი კონტენტი საჯაროდ გახდება ხელმისაწვდომი. ტექნოლოგია შეძლებს გამოსახულების აღქმას - Facebook-ი შეძლებს განსახვავოს მომხმარებლის სურათები ფხიზელ მდგომარეობაში, არაფხიზელში გადაღებული ფოტოებისგან.
Print