რუბრიკები
“ფარგოს” ახალ სეზონში კრისტენ დანსტი ითამაშებს
FX-ი “ფარგოს” მეორე სეზონის მსახიობთა შემადგებლობას აქვეყნებს. მთავარი სიახლეა ის, რომ სერიალს კრისტენ დანსტი და ჯეს პლემონსი უერთდებიან. ახალი სეზონის სიუჟეტი სიუს-ფოლსში, 1979 წელს განვითარდება და სოლვერსონის ვიეტნამიდან დაბრუნების შემდეგ აიღებს სტარტს. კრისტენ დანსტი პეგი ბლუმკვისტის როლში მოგვევლინება და განასახიერებს გოგონას, რომელსაც დიდი ოცნებები აქვს და ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, სინამდვილეში რას წარმოადგენს და რისი მიღწევა სურს. რაც შეეხება პლემონსს, ის ბლუმკვისტის მეუღლეს განასახიერებს და შეეცდება, მეუღლეს გვერდში დაუდგეს და ყველა ბრძოლა მასთან ერთად გადაიტანოს. “ფარგოს” ახალი 10-ეპიზოდიანი სეზონის პრემიერა 2015 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა კონკურსზე სურათი წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად დაასახელეს.
Print