რუბრიკები
ზუგდიდის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგია შეეზღუდება
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. 12 დეკემბერს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება 35/6 კვ ქვესადგური “ყულიშკარის” 10 კვ ფიდერი #3 11:00საათიდან 12:30 საათამდე (220 აბონენტი); ფიდერი #4(305 აბონენტი) 12:30 საათიდან 14:00 საათამდე; ფიდერი #5 (194 აბონენტი) 14:00 საათიდან 15:30 საათამდე; ფიდერი #6 15:30 საათიდან 17:00 საათამდე (65 აბონენტი) სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 784 აბონენტს(სოფლები: ჭაქვინჯი, ყულიშკარი, გრიგოლიში). სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
Print