რუბრიკები
ხაჯიმბა ენგურჰესს მთლიანად ითხოვს

“ის, რაც მდებარეობს ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა ეკუთვნოდეს აფხაზ ხალხს,” - ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ენგურჰესთან დაკავშირებით გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ დღემდეგ გაურკვეველია, სარგებლობს თუ არა აფხაზეთი ჰესის იმ 40%-ით, რომელიც თავის დროზე მომხდარი გადანაწილებით ეკუთვნოდა.

„ჩვენ დაზუსტებით უნდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა, რეალურად ვიმუშავოთ ამ მოცულობებით. პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ შევიმუშაოთ დოკუმენტები, რომლებიც გადაწყვეტენ ენგურჰესის საკუთრების საკითხებს,” - განაცხადა ხაჯიმბამ და აქვე აღნიშნა, რომ ეს საკითხები საკმაოდ რთულია და არც თუ ისე სწრაფად მოგვარებადი, მაგრამ ამ პრობლების გადაჭრა ერთხელ და სამუდამოდ შესაძლებელია.

Print