რუბრიკები
ზუგდიდში განსახორციელებელ სოციალური პროგრამების სიახლეებზე ისაუბრეს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წელს განსახორციელებელ სოციალური პროგრამების სიახლეებზე და დაგეგმილ პროექტებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ ისაუბრა. მისი თქმით,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. ამ მიმართულებით კი ბიუჯეტში 950 ათასი ლარია გამოყოფილი. გიზო სართანიას განმარტებით, 270 ათასი ლარი იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდებათ, რომლებსაც მძიმე საცხოვრებელ პირობებში უწევთ ცხოვრება. ახლო მომავალში კი სოციალურად დაუცველი ადამიანების,რომლებიც ნახევრად დანგრეულ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ,სპეციალური კომისიების მიერ მათი სახლების აღწერა და შესაბამისი ქულებით შეფასება მოხდება. შემუშავდება თუ არა რეკომენდაციები და მოხდება თუ არა შემდეგში მისი განხორციელება, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია პასუხობს,რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ზუგდიდის მერიასთან ერთად 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ერთობლივად ახორციელებს და შესაბამისად ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება. ქვარაიას განმარტებით, 2015 წელს სოციალურად დაუცველი ადამიანები მეტი შეღავათებით ისარგებლებენ. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის წარმომადგენლის ეკა მინჯორაიას განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მიზანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობით სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით ხელისუფლების სამომავლო მოქმედებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა.
Print