რუბრიკები
თავდასხმა ზუგდიდის ცენტრში (ვიდეო)
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წარმომადგენელს, ზურაბ სოსელიას გუშინ საღამოს ზუგდიდის გამგეობის შენობის წინ 4 პირი  თავს დაესხა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ფატი შენგელია ამბობს, მას მიყენებული აქვს ფიზიკური დაზიანებები და პოლიციაში ზურაბ სოსელიას, დაკითხვისას სამედიცინო პერსონალის გამოძახება დასჭირდა. მისივე თქმით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან და სოსელიამ ოთხივე მათგანი იცნო. ამასთან, როგორც ფატი შენგელია ამბობს, ეს პირები ჩასაფრებულები იყვნენ და სოსელიას "ნაციონალური მოძრაობის" შეურაცხმყოფელი და მუქარის გამონათქვამებით დაესხნენ თავს. მათ სოსელიას ფიზიკური დაზიანებებიც მიაყენეს. ფატი შენგელია ამ თავდასხმას მისი ორგანიზაციის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. ორგანიზაციამ გუშინ, გვიან ღამით, მას შემდეგ, როცა სოსელიამ პოლიციას თავდასხმის შესახებ ჩვენება მისცა, საგანგებო ბრიფინგიც გამართა,სადაც ზურაბ სოსელიამ მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. დასახელებული პირები კი ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ სოსელიასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც თავად მისგან იყო გამოწვეული.
Print