რუბრიკები
ციტრუსის ორცხობილები
რეცეპტის ინგრედიენტები: 2 ჭიქა ფქვილი 1/4 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი 1/8 ჩაის კოვზი მარილი 225 გრამი კარაქი 3/4 ჭიქა დაფქვილი შაქარი 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი 1/2 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის გახეხილი ცედრა 2 ჭიქა გამომშრალი მოცვი ან ქიშმიში მომზადების წესი 1. თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი და მარილი. ეს თასი დროებით გვერდზე გადადეთ. 2. დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა გათქვიეთ ელექტრო მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ ვანილისა და ნუშის ექსტრაქტები, ფორთოხლის ცედრა. ჩაუმატეთ ფქვილის მასა და მოურიეთ. ბოლოს ჩაუმატეთ თხლად დაჭრილი მოცვი და შეურიეთ სანამ თანაბრად არ გადანაწილდება. 3. გაყავით ცომის მასა ორ თანაბარ ნაწილად და თითოეული დააგორგოლავედ 18სმ. ზომის ცილინდრის ფორმებად. შეფუთეთ კულინარიულ ცელოფნებში და შედგით მაცივარში სულ მცირე 4 საათით გასაცივებლად. 4. გააცხელეთ ღმელი 175C გრადუსზე. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, მოაცილეთ ცელოფანი და დაჭერით 1,2სმ. სისქის ნაჭრებად. დაალაგეთ ისინი საცხობ ლანგარზე 2 სმ. დაშორებებით. შედგით ღუმელში და აცხვეთ სანამ ორცხობილები არ შეყავისფერდება, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
Print