რუბრიკები
ზუგდიდში ახალი ა/ო  "პატიმართა დედებისა და მეუღლეთა კავშირი" დაფუძნდა (ვიდეო)
ზუგდიდში ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის "პატიმართა დედებისა და მეუღლეთა კავშირი" პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის წევრების განმარტებით, მათი მიზანია პატიმრების დახმარება, რომლებიც სასჯელს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი, რუსეთის ფედერაციაში იხდიან. ორგანიზაციის ინფორმაციით,  რუსეთის ფედერაციაში 20 ათასამდე ქართველი პატიმარი იხდის საჯელს. ზუგდიდში  "პატიმართა დედებისა და მეუღლეთა კავშირის" თავმჯდომარე ნაზიბროლა პერტაია იქნება. ორგანიზაცია, როგორც მისი წევრები აცხადებენ, მხოლოდ საწევროებისა და  შემოწირულობების იმედად იფუნქციონირებს. ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის ადვოკატის რაულ თოდუას თქმით, კავშირის შექმნის უცილებლობა ერთი ოჯახის წინაშე დამდგარი პრობლემით იყო ნაკარნახევი. ადვოკატის განმარტებით, რამდენიმე წლის წინ  რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქე  მანუჩარ კვარაცხელიას, რომელსაც მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა,  8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც მისთვის სასიკვდილო განაჩენი იყო. ადვოკატის თქმით, პატიმრის ოჯახის თხოვნით, მანუჩარ კვარაცხელიას საქმეში ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩაერთვნენ როგორებიცაა: რუსეთის საზოგადოება "მოძრაობა - სახალხო დიპლომატია" და "სამართლიანი საქართველო, რომლებსაც  კობა ქარჩავას ხელმძღვანელობს, რუსეთის რეგიონთაშორისი საზოგადოებრივი ორგანიზაცია " სამართლიანი ზონა" ელენა სოკოლოვას ხელმძღვანელობით და "საქართველოს სლავიანური ხალხის ნაციონალური კონგრესის" პრეზიდენტი ანჟელიკა ზახაროვა. "საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობის შედეგად, მანუჩარ კვარაცხელიას ექსტრადიცია თითქმის გადაწყვეტილია. წლებია საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს რაულ თოდუა. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მოქალაქეები, როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე რუსი ეროვნების მოქალაქეები: "სამართლიანი საქართველო"–  ხელმძღვანელი  კობა ქარჩავა, "სამართლიანი ზონა" -ს თავმჯდომარე ელენა სოკოლოვა  და "საქართველოს სლავიანური ხალხის ნაციონალური კონგრესის" პრეზიდენტი ანჟელიკა ზახაროვა.
Print