რუბრიკები
ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook-ში ღილაკი Dislike არ იქნება
Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, წინააღმდეგია, რომ სოციალურ ქსელში ახალი ღილაკი, „არ მომწონს“ (Dislike) გაჩნდეს. ამის თაობაზე ქსელის შემქმნელმა და ხელმძღვანელმ , Facebook-ის მომხმარებლეთან ონლაინ-კონფერენციაზე განაცხადა. „ბევრი საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია ღილაკის „არ მომწონს“ შექმნა და ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ ამაზე. ხალხს სურს მიიღოს შესაძლებლობა გამოხატოს ის, რომ ზოგიერთი რამ არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ რომ ეს რაიმე კარგს მოიტანს. ჩვენ მას არ შევქმნით. არ ვფიქრობ, რომ Facebook-ს სჭირდება გრადაცია რა არის მოსაწონი პოსტებში და რა არა“, - განაცხადა ცუკერბერგმა.
Print