რუბრიკები
სოფელ ორსანტიაში ყაჩაღებმა 75 წლის ქალი აწამეს (ვიდეო)

ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. 75 წლის ნინა ხაზალიას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის სახლში მარტო იმყოფებოდა.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა სამმა ნიღბიანმა მოხუცებულს ხელები და პირი შეუკრა და ფულის გამოძალვის მიზნით 2 საათი აწამებდნენ.

ნინა ხაზალიამ რამდენიმე დღის წინ თხილი ჩააბარა. სწორედ ეს თანხა წაართვეს მოხუცებულს ყაჩაღებმა და მეტიც გამოძალვის მიზნით აწამებდნენ.

დაახლოებით 800-მდე ლარის გარდა მათ ოქრო და 3 ტომარა თხილი წაიღეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ საზღვრის განაპირა სოფლებში ბოლო პერიოდში ყაჩაღობის ფაქტები გახშირებულია.

Print