რუბრიკები
ჯენიფერ ლოურენსმა შეიძლება „მოჩვენებებზე მონადირეებში“ ითამაშოს!
საინტერესო განცხადება გააკეთა ჯენიფერ ლოურენსმა ტელეარხ MTV -სთან ინტერვიუში. ფილმის „მოჩვენებებზე მონადირეები“ სავარაუდო მონაწილეების განხილვის პროცესში მსახიობმა თქვა, რომ ამ სურათის დამდგმელს შეხვდა. მას არ დაუზუსტებია რა შინაარსის იყო ეს მოლაპარაკებები და რა შედეგი დადგა. სურათში ჯენიფერის მონაწილეობის არაპირდაპირი დადასტურება შეიძლება სტუდია Sony Pictures-ის ხელმძღვანელობის მიმოწერაც იყოს, რომელიც ჰაკერებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. როგორც The Daily Beast იტყობინება, ერთ-ერთ გზავნილში სტუდიის უფროსი ემი პასკალი წერს, რომ მსახიობი თანახმაა სურათში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებაზე. შეგახსენებთ, რომ რეჟისორი პოლ ფეიგი ფრენჩაიზიის ახლიდან გაშვებას აპირებს და მაყურებელს ის წარუდგენს მოჩვენებებზე მონადირეების სრულიად ახალ გუნდს , რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული. სავარაუდოა, რომ გადაღებები 2015 წლის შუაში დაიწყება. პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
Print