რუბრიკები
ქალი უფრო მალე ბერდება თუ მამაკაცი?
შვეიცარიელმა მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაამსხვრიეს მითი, იმის შესახებ, რომ მამაკაცები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ქალები. მათი განმარტებით, ეს განსაკუთრებით ასაკის მატებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს უკავშირდება. დაკვირვებამ აჩვენა, რომ როდესაც ადამიანს ასაკი ემატება უფრო ნელა აზროვნებს, უჭირს მოვლენების ადეკვატურად და სწრაფად აღქმა, ხდება ჭირვეული და გონებაგაფანტული, ასევე უმცირდება ზოგადი მოტივაცია, განიცდის ენერგიის ნაკლებობას, უმცირდება ინტელექტის მაჩვენებელი და იშვიათად შეუძლია ცხოვრებაში რაიმე ახალის წამოწყება. ეს ყველაფერი კი მამაკაცების შემთხვევაში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებთან. მეცნიერების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სიბერესთან და ასაკთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ინდივიდუალურია, აღნიშნული დასკვნა მაინც იძლევა ზოგად სურათს და კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით მეტად სიცოცხლისუნარიანები და გამძლეები არიან.
Print