რუბრიკები
სოფელ ოტობაიაში 70 წლის ნაპოლეონ უჩავა მოკლეს (ვიდეო)
მკვლელობა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში.წუხელ,14 დეკემბერს,გვიან ღამით სამი ნიღბიანი პირი 75 წლის ნაპოლეონ უჩავას თავს დაესხა და მოკლა.უჩავას ნათესავების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მისი გატაცება სცადეს,რა დროსაც მამაკაცმა ერთ-ერთ მათგანს ნიღაბი ჩამოგლიჯა და სწორედ ამის შემდეგ მას ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. ნაპოლეონ უჩავას ცხედარი გალის პროზექტურაშია გადასვენებული. ინფორმაციას ადასტურებენ აფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობაშიც.
Print