რუბრიკები
მადისაღმძვრელად დაბრაწული კარტოფილის კატლეტები
ინგრედიენტები: კარტოფილი 1 კგ ყველი 100 გ კვერცხი 4 მარილი და პილპილი ფქვილი 2 ს.კ საფანელი 2 ს.კ ხახვი 1 თავი მომზადების წესი: კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში. გადაწურეთ და გააგრილეთ. ყველი და გაცივებული კარტოფილი გახეხეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, მოშუშეთ და დაამატეთ კარტოფილს, 2 კვერცხთან, მარილთან და პილპილთან ერთად. ცალკე ათქვიფეთ 2 კვერცხი. კარტოფილისგან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შეწვით ზეთიან ტაფაზე.
Print