რუბრიკები
გამოქვეყნდა “სან-ფრანცისკოს კრიტიკოსთა წრის” ნომინაციებში გამარჯვებულთა სია!
“სან-ფრანცისკოს კრიტიკოსთა წრემ” “ბავშვობა” წლის საუკეთესო ფილმად აღიარა! რიჩარდ ლინკლეიტერის 12-წლიანი ისტორია, რომელიც ერთი ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს, ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის კრიტიკოსთა წრეების რჩეულიც გახდა. გარდა ამისა, ფილმი უკვე წარდგენილია “ოქროს გლობუსის” საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე. “სან-ფრანცისკოს კრიტიკოსთა წრის” რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება: საუკეთესო ფილმი – “ბავშვობა” საუკეთესო რეჟისორი – რიჩარდ ლინკლეიტერი (“ბავშვობა”) საუკეთესო სცენარი – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, ნიკოლას ჯიაკობონე, ალექსანდერ დაინლარისი, არმანსო ბო. საუკეთესო ეკრანიზაცია – პოლ თომას ანდერსონის “შინაგანი დეფექტი” საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – მაიკლ კიტონი (“ჩიტკაცა”) საუკეთესო მსახიობი ქალი – ჯულიან მური (“მაინც ალისა”) საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი – ედუარდ ნორტონი (“ჩიტკაცა”) საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი – პატრისია არქუეტი (“ბავშვობა”) საუკეთესო ანიმაცია – “ლეგო ფილმი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – “იდა” საუკეთესო დოკუმენტური სურათი – “მოქალაქეობა” საუკეთესო დიზაინი – ადამ სტოკჰოსენი (“სასტუმრო ‘გრანდ-ბუდაპეშტი'”) საუკეთესო მონტაჟი – სანდრა ადერი (“ბავშვობა”)
Print