რუბრიკები
გატაცებული 3 ახალგაზრდა - ოკუპანტები გამოსასყიდად 10 000 ლარს ითხოვენ
მორიგი გატაცება გალში. თვეზე მეტია,რუსი ოკუპანტების ტყვეობაში 3 ქართველი იმყოფება.გამტაცებლები მათი გათავისუფლებისათვის 10 000 ლარს ითხოვენ. ოკუპანტები ოჯახებს მობილური ტელეფონით უკავშირდებიან და მოითხოვენ, რომ გატაცების ფაქტი არ გაახმაურონ და თანხა დროულად გადაიხადონ. გატაცებულები, არსებული ინფორმაციით,კონფიდენციალურ საპყრობილეში იმყოფებიან. ამის შესახებ ჟუნრალისტებთან მათი ოჯახის წევრები ჰყვებიან. ისინი აცხადებენ,რომ გატაცებულები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. 3 ქართველის გატაცება მაშინ მოხდა,როდესაც მათ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს. ისინი რუსმა ოკუპანტებმა დაიჭირეს. სამივე ქართველი სოხუმში სამუშაოდ მიდიოდა.არსებული ინფორმაციით,მათ რუსულ კომპანიაში მშენებლებად უნდა ემუშავათ. გატაცებულთა ოჯახები გაჭირვებაში ცხოვრობენ და გამოსასყიდის გადახდას ვერ ახერხებენ და დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მიმართავენ.
Print