რუბრიკები
გუბერნატორმა ლევან შონიამ სპორტში არსებული პრობლემები მოისმინა (ვიდეო)
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ააიპ-ების წარმომადგნელბს შეხვდა. გუბერნატორმა სპორტში არსებული პრობლემები უშუალოდ სპორტის წარმომადგენლებისგან მოისმინა და დახმარებასაც დაჰპირდა. გარდა ამისა, გუბერნატორი სპორტსმენებს, რომლებიც კარიერას ასრულებენ,  დასაქმებასაც დაჰპირდა. ლევან შონიას განცხადებით, ზუგდიდის სამაშველო სამსახურში მალე ვაკანსიები გამოცხადდება და ის სპორტსმენების დასაქმებაზე პირადად იზრუნებს. "სამაშველო სამსახურში მალე ახალგაზრდა და ჯანსაღი ახალგაზრდები დასჭირდებათ. იქ სამ დღეში ერთხელ არის სამუშაო. ეს ახალგაზრდები ტრენერად გამოგადგებათ, ორი დღე თქვენთან იქნებიან, ერთი დღე კი იქ მივლენ სამუშაოდ. ახალგაზრდებმა ქალაქი არ უნდა დატოვონ", - უთხრა ლევან შონიამ მწვრთნელებს და ააიპ-ების ხელმძღვანელებს. ამასთან, გუბერნატორმა სამომავლო გეგმებზე და უახლოეს წლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. "პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, რომ ზუგდიდში სპორტის სასახლე აშენდება. მშენებლობა , სავარაუდოდ,  მომავალ წელს დაიწყება. ასევე, უკვე მიდის მოლაპარაკებები კომბინატის  საცურაო აუზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და ხელშეკრულება სავარაუდოს ახალი წლის შემდეგ დაიდება ", - აცხადებს ლევან შონია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ-ის სპორტის განვითარების ცენტრის ერთ-ერთი მწვრთნელის ვახტანგ ეზუგბაიას თქმით, სპორტ დარბაზში ვარჯიშისთვის  ელემენტარული პირობებიც კი არ არსებობს. მისი თქმით, დარბაზი მოუწესრიგებელია, აწვიმს და გამოსაცვლელია იატაკი. "გუბერნატორი გვპირდება, რომ გააკეთებს ყველაფერს რისი საშუალებაც იქნება. ასევე გვპირდება, რომ ახალი სპორტის სასახლე აშენდება, თუმცა ეს შორი პრესპექტივაა", - ამბობს ვახტანგ ეზუგბაია.
Print