რუბრიკები
“ვოინიჩის მანუსკრიპტი”
ამ უცნაური და ამოუხსნელი მანუსკრიპტის სახელი, ერთი ანტიკვარული წიგნებით მოვაჭრის – უილფრიდ მ. ვოინიჩის საპატივსაცემოდ ეწოდა, რომელმაც ეს ხელნაწერი 1912 წელს შეიძინა. “ვოინიჩის მანუსკრიპტი” 240 გვერდიანი ხელნაწერი წიგნია, რომელიც აბსოლუტურად დაუდგენელ ენაზე გახლავთ დაწერილი. წიგნში მოყვანილია ფერადი ილუსტრაციები და დიაგრამები, სადაც დეტალურად აღწერილია დაუჯერებელი მოვლენები და ისეთი მცენარეები, რომლებიც არც ერთ ცნობილ სახეობას არ ჰგავს, რაც კიდევ უფფრო მეტ იდუმალებას ანიჭებს დოკუმენტს, რომლის გაშიფრვაც შეუძლებელია. მანუსკრიპტი მანუსკრიპტის ავტორი უცნობია, მაგრამ დოკუმენტის კვლევებმა და ანალიზმა აჩვენა, რომ მისი ფურცლები სადღაც 1404 წელსა და 1438 წელს შორის არის გაკეთებული.
Print