რუბრიკები
“ჰობიტის” საპრემიერო მოგება 25 მილიონს გაუტოლდა!
“ჰობიტის” ტრილოგიის ბოლო ნაწილის საპრემიერო ჩვენებამ მხოლოდ გუშინ 3875 ადგილიდან 24.45 მილიონი დოლარი მოიგო! “ხუთი არმიის შერკინება” ამ მაჩვენებლით რეიტინგის პირველადგილოსანია 2014 წლის იმ ნამუშევრებიდან, რომელთა პრემიერაც პარასკევს არ შემდგარა. გარდა ამისა, “ჰობიტი” ყველა დროის მეთორმეტე ყველაზე მაღალშემოსავლიანი დებიუტანტი გახდა! როგორც ჩანს, ახალი სურათი პირველივე ხუთ დღეში შეძლებს 100 მილიონი დოლარის გამომუშავებას. თუ ამას დაემატება ის 122 მილიონიც, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩატარებული პრემიერებიდან შემოვიდა, დიდი შანსია ტრილოგიის ბოლო ნაწილი წლის მოვლენად იქცეს. შეგახსენებთ, რომ “ხუთი არმიის შერკინებაში” მთავარ როლებს მარტინ ფრიმენი, იან მაქკელენი, რიჩარდ არმიტაჯი, ევანჯელინ ლილი, ლუკ ევანსი, ბენედიქტ კამბერბეტჩი, სტეფენ ფრაი, კეიტ ბლანშეტი, იან ჰოლმი, ქრისტოფერ ლი, ჰუგო ვივინგი, კენ სტოტი, ჯეიმს ნესბიტი და ორლანდო ბლუმი ასრულებენ.
Print