რუბრიკები
პაოლო კოელიო Sony-ს საქმიანი წინადადებით მიმართავს
ბრაზილიელმა მწერალმა პაოლო კოელიომ კომპანია Sony Pictures-ს წინადადებით მიმართა. მწერალი თანახმაა, იყიდოს გახმაურებული ფილმის, “ინტერვიუს” საავტორო უფლებები 100 000 დოლარად და განათავსოს ფილმი უფასო ინტერნეტ-სივრცეში. კომპანიას პასუხის გაცემის ბოლო ვადა დღეს ეწურება. ამით ტერორისტების მუქარას უარს განვუცხადებთ. ჩემი აზრით, კომპანია შეშინებულია და სწორედ ამიტომ მიდის ყველანაირ დათმობაზე. - აცხადებს კოელიო, რომელიც თვლის, რომ მაშინ, როცა სამხრეთ კორეელები უშიშრად და თანაც ძალიან აქტიურად უშვებენ ახალ-ახალ ფილმებსა და სერიალებს და იქ არანაირი ინციდენტი არ ხდება, ამერიკელებს არ უნდა ეშინოდეთ რამე საფრთხის. შეგახსენებთ, რომ Sony-მ ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტზე გადაღებული “ინტერვიუს” პრემიერა, ტერორისტების მუქარის შედეგად, გაურკვეველი ვადით გადადო. მიზეზად ამერიკული კინოთეატრების უარი დასახელდა, რომლებმაც აღნიშნული ფილმის ყველა დაგეგმილი სეანსი გააუქმეს.
Print