რუბრიკები
კარტოფილის მობრაწულა
ინგრედიენტები: კარტოფილი 4-5 ნაღები 200 გ ყველი პარმეზანი 1/2 ჭ კვერცხი 3 არაჟანი 1 ჭ მარილი კარაქი 1-2 ს.კ მომზადების წესი: ფორმას წავუსვათ კარაქი. კარტოფილი გავფცქვნათ და ძალიან თხელ, მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ. თუ ნაჭრები სქელი იქნება, მომზადებას ვერ მოასწრებს. ნაღები, კვერცხი და მარილი ერთად მოვათავსოთ ჭურჭელში და გავთქვიფოთ. ფორმის ძირზე ერთ ფენად დავაწყოთ კარტოფილი, ზემოდან კი ყველი მოვაყაროთ. ასე გავაკეთეთ რამდენიმე ფენა. ცოტა ყველი მოვიტოვოთ. ბოლო ფენას მოვასხათ ნაღები და დარჩენილი ყველი მოვაყარეთ. შევდგათ საშუალოდ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ მანამ, სანამ ზემოდან არ მოიბრაწება. სუფრასთან მივიტანოთ არაჟანთან ერთად.
Print