რუბრიკები
‘MISFITS’ კლასიკური შემადგენლობით ბრუნდება ?
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პანკ-როკ ჯგუფი ‘MISFITS’ შესაძლოა მსმენელების წინაშე კლასიკური შემადგენლობით წარდგეს. ამის შესახებ პრესას დოილ ვოლფგანგ ვონ ფრანკენშტეინმა აცნობა. მისი თქმით, ის მზად არის გლენ დანციგთან ერთად დაუბრუნდეს დიდ სცენას. როგორც იცით, ჯერი ონლისა და გლენ დანციგს შორის კონფლიქტმა ჯგუფი ძალიან უკან დაწია. ახლაც სწორედ მათი კონფლიქტი გახლავთ დამაბროკოლებელი გარემოება, თუმცა ჯერი ონლის თქმით, ის მზად არის გლენი ჯგუფში დააბრუნოს. თუმცა ჯგუფის ამჟამინდელმა ლიდერმა განაცხადა, რომ თუ გლენი გუნდში არეულობას შემოიტანს, ის ამას არ დაუშვებს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფს ‘Misfits’ დღემდე 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი სახელწოდებით The Devil’s Rain 2011 წელს 8 წლიანი პაუზის შემდეგ გამოვიდა.
Print