რუბრიკები
ყველთან ერთად გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო
ინგრედიენტები: 1/2 თავი ყვავილოვანი კომბოსტო 1 კბ ნიორი 150 გ პარმეზანი 2 ს.კ. ლიმონის წვენი 4 ს.კ. ზეთი 50 გ გაყინული კარაქი 3 კვერცხი 80 მლ არაჟანი 2-3 ღერი მწვანე ქინძი მარილი მომზადება: ყვავილოვანი კომბოსტო გარეცხეთ და ხელით დახლიჩეთ და მოასხით ახლად გამოწურული ლიმონის წვენი. მოამზადეთ სოუსი: კვერცხი და არაჟანი ათქვიფეთ მიქსერით 7-10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ნიორი და მარილი. ყვავილოვანი კომბოსტოს ნაჭრები ჩაყარეთ კვერცხისა და არაჟნის ნარევში და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. ცეცხლგამძლე ფორმაზე დაასხით ზეთი, დაალაგეთ ყვავილოვანი კომბოსტო და მოასხით დარჩენილი სოუსი. დაახეხეთ პარმეზანი და გაყინული კარაქი. შედგით აირღუმელში და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და გემრიელად მიირთვით!
Print